ამ გამარჯვებას მაიდანს ვერავინ წაართმევს, - ამის შესახებ საქართველოს ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა კიევში, მაიდანზე განაცხადა.
სააკაშვილის თქმით, მაიდანზე „პუტინის იმპერიული ევრაზიული პროექტი დაიწვა".
მან ასევე აღნიშნა, რომ კიევში განვითარებულმა მოვლენებმა ყველა შეცვალა.
„თქვენ ჩვენ ყველანი შეგვცვალეთ. საბოლოო შედეგად, ისტორიის სახელმძღვანელოებში დაწერენ, რომ რუსეთის იმპერიამ თავისი არსებობამ სწორედ ამ მაიდანზე შეწყვიტა", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა და დასძინა, - " არ მისცეთ უფლება პუტინს მოგპაროთ გამარჯვება".
(მიხეილ სააკაშვილის გამოსვლა, ვიდეო)