,,ამაყი ვიქნებოდი პრეზიდენტს ჩვენი ქვეყნის 20%-ის დამპყრობლისთვის, ერთი სიტყვით ოკუპანტი მაინც რომ ეწოდებინა", _განაცხადა ,,ნაცმოძრაობის" დეპუტატმა გიორგი ღვინიაშვილმა საკანონმდებლო ორგანოში გამოსვლისას, რომელმაც პრეზიდენტის გამოსვლა შეაფასა.
"გულწრფელად მინდა ერთი რამ გითხრათ ბატონო პრეზიდენტო. მიუხედავად იმისა, რომ თქვენ ჩვენს რიტორიკას აკრიტიკებდით, ისტორია შეაფასებს, რომელი რიტორიკა იყო სწორი. მიუხედავად ჩვენი განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებებისა, მე, როგორც რიგითი ქართველი, ძალიან ამაყი ვიქნებოდი ჩემი ქვეყნის პრეზიდენტს ჩვენი ქვეყნის 20%-ის დამპყრობლისთვის_ რუსეთისთვის ერთი სიტყვით ოკუპანტი მაინც რომ ეწოდებინა", - განაცხადა გიორგი ღვინიაშვილმა.