საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად, პარლამენტში პრეზიდენტის ყოველწლიურ მოხსენებაზე მთავრობის წევრების დასწრება სავალდებულო აღარ არის. როგორც დღეს ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა განმარტა, ფინანსთა სამინისტრო პრეზიდენტის სიტყვის მომზადებაში, თავის კუთხით, ჩართული იყო, თუმცა მას პარლამენტში პრეზიდენტის გამოსვლაზე დასწრების ვალდებულება არ აქვს.
„წინა ხელისუფლებამ შეცვალა კონსტიტუცია, რომელიც ძალაში შევიდა პრეზიდენტის არჩევის შემდეგ, ანუ გასული წლის ნოემბერში ინაუგურაციის შემდეგ და საქართველოს პრეზიდენტი აღარ არის აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაური. ჩვენ პრეზიდენტის სიტვის მომზადებაში ვმონაწილეობდით. პრეზიდენტს მივაწოდეთ სრული ინფორმაცია დარგში და სფეროში არსებული მდგომარეობის შესახებ. ჩვენ ვთანამშრომლობთ. კონსტიტუციიდან გამომდინარე, ჩვენი დასწრება სავალდებულო არ არის"- განაცხადა ნოდარ ხადურმა.