უშიშროების საბჭოს მდივნის ირინა იმერლიშვილის განაცხადებით, ის რაზეც პრეზიდენტმა თავის გამოსვლაში ყურადღება გაამახვილა მისი კომპეტენციის ფარგლებში საინტერესო იყო.
,,ის რაზეც მან ყურადღება გაამახვილა მისი კომპეტენციის ფარგლებში საინტერესო იყო, რადგან ვიცით, რომ ახალი კონსტიტუციით, საქართველოს პრეზიდენტს გარკვეული უფლებები აქვს შეზღუდული. მარგველაშვილი მოხსენების დროს შეეხო ადამიანის უფლებებს, ასევე საქართველოს ეკონომიკურ და პოლიტიკურ საკითხებს. ყველაზე მთავარი კი ისაა, რომ პრეზიდენტმა ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნების თარიღი დაასახელა, რომლითაც საშუალება მიეცემა პოლიტიკურ პარტიებს უფრო მეტი მოსამზადებელი პერიოდი ჰქონდეთ. მოგეხსენებათ, წინა წლებში, წინასწარ მხოლოდ მმართველმა პარტიამ იცოდა არჩევნების თარიღი", -განაცხადა იმერლიშვილმა.