ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 15 ივნისს გაიმართება. ამის შესახებ, გიორგი მარგველაშვილმა დეპუტატების წინაშე ყოველწლიური მოხსენებისას განაცხადა.
მისივე განცხადებით, 2014 წლის თვითმმართველობის არჩევნები იმაზე უკეთესი უნდა იყოს, ვიდრე საპრეზიდენტო.
,,მინდა მოგახსენოთ, რომ არჩევნები დაინიშნება მიმდინარე წლის 15 ივნისს. შესაბამის განკარგულებას მე ხელს მოვაწერ მას შემდეგ, რაც თქვენ, პარლამენტი საარჩევნო კოდექსს მიიღებთ"_განაცხადა მარგველაშვილმა.