პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა და დეპუტატებმა უკრაინაში დაღუპულ ქართველებს წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს. მარგველაშვილმა კანონმდებლების წინაშე უკრაინაში მიმდინარე პროცესების გამო შეშფოთება გამოხატა და წუხილი გამოთქვა საქართველოს ორი მოქალაქის დაღუპვის გამო.
,,ჩვენთვის ასევე ძალიან მძიმეა ის რომ უკვე საქართველოს ორი მოქალაქე დაიღუპა შეტაკების დროს. მინდა წუთიერი დუმილით მივაგოთ მათ ხსოვნას", _მიმართა მარგველაშვილმა დეპუტატებს.
შეგახსენებთ, რომ უკრაინაში მიმდინარე შეტაკებების შედეგად საქართველოს ორი მოქალაქე დაიღუპა.