რუსეთის პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ უკრანაში სისხლიან შეტაკებებზე პასუხისმგებლობა „ექსტრემისტებს" ეკისრებათ. განცხადება ამის შესახებ ვლადიმერ პუტინის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა დღეს მოწყობილ პრესკონფერენციაზე გააკეთა.
მისი თქმით, მოსკოვში „გმობენ ძალადობას რადიკალური ელემენტების მხრიდან, რომელსაც ადგილი აქვს ყველა მიღწეული შეთანხმების მიუხედავად. მათ ისარგებლეს მოლაპარაკებული ამნისტიით და უმალ ექსტრემისტულ და ძალადობრივ მეთოდებზე გადავიდნენ".
პესკოვმა ასევე დასძინა, რომ „მათი ქმედებები შესაძლოა პროკურატურამ მოსკოვში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობად შეაფასოს".
მან ასევე აღნიშნა, რომ პასუხისმგებლობა მომხდარზე მთლიანად ექსტრემისტულ ელემენტებს ეკისრებათ, რომელთა ქმედებებიც „ჩვენი აზრით სახელმწიფო გადატრიალების მცდელობად უნდა შეფასდეს".