თბილისის მერის მოვალეობის შემსრულებელი სევდია უგრეხელიძე ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივას საარჩევნო ბარიერის 50%-მდე გაზრდას აფასებს. როგორც საკითხის კომენტირებისას უგრეხელიძემ განაცხადა აღნიშნული ინიციატივა რევოლუციური ვერ იქნება, რადგან საარჩევნო ბარიერის 50%-მდე გაზრდასთან დაკავშირებით ხვეწნა, მუდარა ხრიტინი იყო.
მისივე განმარტებით, ,,ქართული ოცნების" საპარლამენტო უმრავლესობა, რომლებიც ახლა პრემიერის ინიციატივას დაეთანხმნენ ნამუსმა უნდა შეაწუხოს.
,,რა შეიძლება რევოლუციური იყოს, როდესაც საარჩევნო ბარიერის 50%-მდე გაზრდასთან დაკავშირებით ხვეწნა, მუდარა და ხრიტინი იყო. რა შეიძლება რევოლუციური იყოს, როცა ,,ქართული ოცნების" საპარლამენტო უმრავლესობა პირზე ქაფმორეული ამტკიცებდა, რომ 40%-იანი საარჩევნო ბარიერი არაჩვეულებრივია და 50%-იანი ბარიერი საჭირო არ არის. ახლა მინდა ვიკითხო, ღარიბაშვილი პარლამეტის თავმჯდომარე, ან უფროსი ხომ არ არის, ის არის აღმასარულებელი ხელისუფლების ლიდერი, მის მიერ შეტანილი ეს პროექტი, უსიტყვოდ რომ უნდა გაიზარონ ,,ქართული ოცნების" საპარლამენტო უმრავლესობამ თავმოყვარეობა არ შეაწუხებთ ამ ადამიანებს? ვფიქრობ, იმ ადამიანებს, რომლებიც ამტკიცებდნენ, რომ 40%-ანი საარჩევნო ბარიერი კარგია თავმოყვარეობამ უნდა შეაწუხოს, ახალა რატომ უნდა დაამტკიცონ 50%-იანი საარჩევნო ბარიერი. იქნებ არ მიიღონ ღარიბაშვილის ინიციატივა, და თქვან მისი ინიციატივა დროული არ არის, ისინი ხომ ასე თვლიდნენ. ახლა ხუთ წუთში როგორ გახდა ღარიბაშვილის ინიციატივა დროული. ეს კიდევ ერთხელ იმას ნიშნავს, რომ საქართველოში პარლამენტი არ არსებობს, ეს არის მორჩილი უმრავლესობა, რომელიც ემორჩილება ივანიშვილის ხელით მართულ ღარიბაშვილს. ღარიბაშვილი ახალგაზრდა ყმაწვილია, ჯერ დიდი არც არაფერი მოეთხოვება, მაგრამ რაც მოთხოვება უნდა შეასრულოს", _განაცხადა ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში სევდია უგრეხელიძემ.
მისივე განმარტებით, იმ რეპრესიების ფონზე, რომელიც ,,ნაცმოძრაობის" წინააღმდეგ მიმდინარეობს პრემიერ ღარიბაშვილის ინიციატივა აზრს კარგავს.
,,ნაციონალურ მოძრაობას" რაც შეეხება საარჩევნო ბარიერი 50% იქნება, თუ 40% სულ ერთია, როდესაც მიდის რეპრესიები, დაბარება, დაკითხვა, დაპატიმრება და გადადექი, გადადექი ძახილი, როდესაც გიგი უგულავას მიმართ აბსოლუტურად უსაფუძვლო ბრალია წარდგენილი. ამ რეპრესიების ფონზე აზრი არ აქვს, გინდა საარჩევნო ბარიერი 10%-იანი იყოს, თუ დამიჭერენ @არჩევნებში მონაწილეობას ხომ ვეღარ მივიღებ. ჩვენთვის ეს აზრს კარგავს", _განაცხადა ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში სევდია უგრეხელიძემ.
შეგახსენებთ, რომ პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილის საარჩევნო ბარიერის 50%-მდე გაზრდის ინიციატივით გამოვიდა. თავად ღარიბაშვილი ბარიერის 50%-მდე გაზრდას რევოლუციურს უწოდებს.