ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით ნინო ბურჯანაძის პარტიამ ,,დემოკრატიულმა მოძრაობამ" და არასაპარლამენტო პარტიებმა, შესაძლოა, კოალიცია შექმნან. როგორც ნინო ბურაჯანაძემ ჟურნალისტის განაცხადა, არასაპარლამენტო ოპოზიციის საერთო კანდიდატით მონაწილეობის შესახებ მსჯელობა მიმდინარეობს და აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით გადაწყვეტილება პარტიის ყრილობაზე გაჟღერდება, რომელიც უახლოეს მომავალში გაიმართება.
"ყველა გადაწყვეტილებას თქვენ მოისმენთ პარტიის ყრილობაზე, რომელიც ძალიან მოკლე ხანში ჩატარდება. ჯერჯერობით, საბოლოო გადაწყვეტილება არ არის მიღებული. თქვენ მოისმინეთ ალბათ, რომ დაბეჯითებით ნათქვამი არ ყოფილა. მსჯელობა მიდის როგორც კოალიციის გასვლაზე, ასევე დამოუკიდებლად გასვლაზე თვითმმართველობის არჩევნებში. ეს აბსოლუტურად ბუნებრივია ნებისმიერი არჩევნების წინ. ჯერჯერობით, საბოლოო განცხადებების გაკეთება ნამდვილად ნაადრევია. ერთადერთი, რაზეც შეიძლება უკვე სამწუხაროდ, თითქმის საბოლოო განცხადება, არის ის, რომ როგორც ჩანს, "ქართული ოცნება" არაფერს შეცვლის და არჩევნები ნამდვილად არ ჩატარდება თავისუფალ და თანასწორ გარემოში", - განაცხადა ბურჯანაძემ.
მასალის გამოყენების პირობები