საბურთალოს რაიონის გამგებელი გიორგი ხურაშვილი შსს მოუწოდებს დაიწყოს გამოძიება მასზე განხორციელებულ ზეწოლასთან დაკავშირებით. როგორც ხუროშვილი აცხადებს, მასზე უკვე ერთი თვეა გადადგომის მოთხოვნით ზეწოლა მიმდინარეობს.
,,უკვე ერთი თვეა მიმდინარეობს ჩემზე როგორც გამგებელზე სისტემატიური ზეწოლა გადადგომის მოთხოვნით. ამას მოყვა პირდაპირი ქურდული გარჩევების სერია შიხიაშვილთან და ეს უკვე გაგრძელდა დაუფარავი მუქარით და უკანონო ფარული თვალთვალით. ინგა გრიგოლიას გადაცემის დასრულების შემდეგ, 00:36 საათზე ჩემთან შემოვიდა ზარი ტელეფონის ნომრიდან 595 01 01 71 და უგონოდ მთვრალ მდგომარეობაში მყოფი მამაკაცი, რომელიც მემუქრებოდა ფიზიკური ანგარიშსწორებით, მაყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას და ის ითხოვდა დაუყოვნებლივ შევხვედროდი. მოვითხოვ შს სამინისტროსგან დაინტერესდეს ორი თვის განმავლობაში რომელი უწყების ბალანსზე იმყოფებოდა აღნიშნული ტელეფონის ნომერი, ვინ სარგებლობდა ამ ნომრით და ვინ განახორციელა მუქარის ზარი, ვინ არის ჩართული ამ პროვოკაციების სერიაში", _განაცხადა ხუროშვილმა.