პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი არასაპარლამენტო პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შეხვდება. შეხვედრას 12 პარტია დაესწრება.
მხარეები საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით იმსჯელებენ. არასაპარლამენტო პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები საკუთარ მოთხოვნებს არ ცვლიან და მერის არჩევის 50%-იან ბარიერს, მრავალმანდატიან მაჟორიტარულ ოლქებს და ბიომეტრიული სიების ფორმირებას ითხოვენ.
მათი განცხადებით, ხელისუფლების შეთავაზება, რომელიც 3%-იანი ბარიერის გადალახვის შემდეგ ნახევარი მილიონი ლარის კომპენსაციას ითვალისწინებს, არასერიოზულია და მათ მოთხოვნებთან საერთო არაფერი აქვს.
მასალის გამოყენების პირობები