„დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერი ვადამდელ საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას ითხოვს. როგორც ნინო ბურჯანაძემ განაცხადა, საზოგადოებისთვის ნატელია,რომ არანაირი კოჰაბიტაცია „ქართულ ოცნებასა" და „ნაციონალურ მოძრაობას" შორის არ დასრულებულა.მისი თქმით ამაში საბოლოოდ ბერძენიშვილის განცხადების მერე დარწმუნდა, რომელმაც „დანანებით" აღნიშნა, რომ ვერ მოხდა „ნაციონალების" რებრენდინგი.
„საქართველოს მოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილისათვის ვფიქრობ, უკვე კარგა ხანია გახდა სრულიად ნათელი ის, რომ არანაირი კოჰაბიტაციის დასრულება არ იგეგმება. ის რასაც ჩვენ ვხედავთ შეხმატკბილებულ პოზიციას "ქართულ ოცნებასა" და "ნაციონალურ მოძრაობას" შორის, როგორც ჩანს მართლაც სერიოზული გეგმის ნაწილი გახლდათ.
ამ განცხადების საფუძველს, დასკვნა მე დიდი ხანია გაკეთებული მაქვს, მაძლევს "ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერის, ბატონი ბერძენიშვილის დღევანდელი განცხადება. ის ძალიან გულდაწყვეტით საუბრობს იმასთან დაკავშირებით, რომ ვერ მოხდა "ნაციონალური მოძრაობის" რებრედინგი და ეს თურმე ძალიან სამწუხაროა. მისი თქმით, ის ძალიან წუხს იმაზე, რომ „ნაციონალური მოძრაობა" ვერ ახერხებს პოსტსახელისუფლებო პარტიად ჩამოყალიბდეს. ის აცხადებს, რომ „ქართული ოცნება" გულშემატკივრობდა „ნაციონალური მოძრაობის" გადარჩენას. ჩვენ ეს ადრეც მოვისმინეთ, როდესაც გვეუბნებოდნენ, რომ „ნაციონალური მოძრაობის" გადარჩენა არის ქართული დემოკრატიის გადარჩენა.
მასალის გამოყენების პირობები