"ქართული ოცნება" დავით ნარმანიას კანდიდატურას შეცვლის?, - ამ სათაურით აქვეყნებს გაზეთი "ალია" სტატიას. გაზეთისთვის მიცემულ ინტერვიუში, "თავისუფალი საქართველოს" გენერალური მდივნის ალექსანდრე შალამბერიძის ინფორმაციით, კოალიცია "ქართული ოცნება" დავით ნარმანიას კანდიდატურას უახლოეს ხანებში შეცვლის.
"მისი თქმით, "ქართული ოცნების" გუნდი "იბრძვის" დავით ნარმანიას ჩამოშორებისათვის თბილისის მერობის კანდიდატად დასახელებისაგან და აიძულებენ თავად განაცხადოს უარი არჩევნებში მონაწილეობაზე. "ეს პროცესი აქტიურად დაიწყო მას შემდეგ, რაც გაირკვა, რომ "ქართული ოცნების" მიერ ჩატარებული კვლევებით, ნარმანიას რეიტინგი 20%-საც ვერ აღწევს. ის ბაქიბუქი, რომელსაც ეწევა ღარიბაშვილი, თითქოსდა ნარმანიას არავითარი პრობლემა არ ექნება არც 40%-იანი, არც 50%-იანი და არც 60%-იანი ბარიერის შემთხვევაში, არის ფარსი და ეს კარის ინტრიგის გადასაფარად არის განცხადებული. თუ რეიტინგის პრობლემა არ არის, მაშინ რატომ არ თანხმდება ხელისუფლება მერის არჩევნების ჩატარებას 50%+1 ბარიერით, რაც არჩევნების შედეგებს ლეგიტიმურს გახდის?!" - აცხადებს ალექსანდრე შალამბერიძემ.
მასალის გამოყენების პირობები