საქართველოს ახლადდანიშნულმა ელჩმა, ლევან ცინცაძემ რწმუნებათა სიგელების ასლი გადასცა იაპონიის საგარეო საქმეთა ვიცე-მინისტრს, აკიტაკა საიკის.
რწმუნებათა სიგელების ასლების გადაცემის ფარგლებში გამართულ ორმხრივ შეხვედრაზე აკიტაკა საიკიმ კიდევ ერთხელ დაადასტურა იაპონიის მთავრობის მყარი პოზიცია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის საკითხის მიმართ და ახალ ელჩს წარმატება უსურვა მომავალ საქმიანობაში.
თავის მხრივ, ლევან ცინცაძემ საქართველო-იაპონიის მეგობრული ურთიერთობების გაღრმავების ხელშეწყობის მიზნით იაპონურ მხარესთან აქტიური თანამშრომლობის მზადყოფნა გამოთქვა.
შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო საქართველო-იაპონიის ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის შემდგომი განვითარების საკითხებს.
მასალის გამოყენების პირობები