დიპლომატები, რომლებიც სამი თვის განმავლობაში აგრემანს ვერ მიიღებენ თანამდებობიდან გათავისუფლდებიან. აღნიშნულს ,,დიპლომატიური სამსახურის შესახებ" კანონში შესატანი ცვლილებები, ითვალისწინებს, რომელიც საკანონმდებლო ორგანოს განსახილველად უკვე გადაეგზავნა.
,,დიპლომატიური წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მიერ მისი ფუნქციების განსახორციელებლად ადგილსამყოფელი სახელმწიფოს თანხმობის აგრემანის მისაღებად შესაბამისი დოკუმენტის გაგზავნიდან სამი თვის ვადაში პასუხის მიუღებლობის შემთხვევაში მინისტრი უფლებამოსილია შუამდგომლობით მიმართოს საქართველოს მთავრობას დიპლომატიური წარმომადგენლობის ხელმძღვანელის თანამდებობიდან გათავისუფლების თაობაზე", _განმარტებულია კანონპროექტში.
,,დიპლომატიური სამსახურის შესახებ" კანონში შესატანი ცვლილებების მიხედვით, ანალოგიური ქმედება განხორციელდება კონსულების შემთხვევაში.