თბილისის მერიის განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
"თბილისის მერიაში 10 თებერვალს დღის ბოლოს შემოვიდა საკრებულოს რამდენიმე ფრაქციისა და კომისიის 10 სხვადასხვა წერილი, სადაც ,,ქართული ოცნების" უმრავლესობის წევრების სურვილებია ასახული. ჩვენთვის გაურკვეველია უჭერს თუ არა მთლიანად ,,ქართული ოცნების"უმრავლესობა ამ წინადადებს მხარს თუ ეს ცალ-ცალკე განსახილველი მოსაზრებებია. შესაბამისად, საინტერესოა მაგალითად ფრაქცია ,,ქართული ოცნება - თბილისელები" უჭერს მხარს თუ არა ფრაქცია ,,ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" წინადადებებს.
გარდა ზემოაღნიშნულისა ასევე ხაზგასასმელია, რომ დეპუტატები ითხოვენ ჯამში 143 მილიონის მოცულობით სხვადასხვა პროექტების დაფინანსებას, ისე რომ არ უთითებენ თუ რომელ სოციალურ ან/და ინფრასტრუქტურულ პროგრამას უნდა მოაკლდეს ამ ოდენობით დაფინანსება. ეს კი არანაირად არ შეიძლება იქნას განხილული როგორც შენიშვნები ბიუჯეტის პროექტის მიმართ და მხოლოდ უმრავლესობის დეპუტატების სურვილების გამოხატვად შეიძლება მივიჩნიოთ.
მიუხედავად ყველაფრისა, თბილისის მერია სრული სერიოზულობით განიხილავს ათივე წერილს და ეცდება მაქსიმალურად გაითვალისწინოს საკრებულოს უმრავლესობის დეპუტატების სურვილები, ისე რომ ამით არ დაზარლდეს თბილისელებისა და თბილისის ინტერესები".