ბრიუსელში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ნატო-ს გენერალურ მდივანს ანდერს ფოგ რასმუსენს შეხვდება.
შეხვედრის შემდეგ, მხარეები ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავენ.
დღესვე გაიმართება ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა, რომელშიც მონაწილეობას თავად ანდერს ფოგ რასმუსენი მიიღებს. კომისიის სხდომაზე შეფასდება ის პროგრესი, რასაც საქართველომ ბოლო პერიოდში მიაღწია.
ნატო-საქართველოს კომისიის მსგავსი მასშტაბური სხდომა, რომელსაც რასმუსენიც დაესწრო, ბოლოს დეკემბერში გაიმართა.
მასალის გამოყენების პირობები