პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის მისდამი კრიტიკას ეხმიანება და აღნიშნა, რომ ობიექტური კრიტიკა ყოველთვის მისაღებია.
"აბსოლუტურად ვეთანხმება ბიძინა ივანიშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას. ჩვენ არ გვქონია ეკონომიკური ვარდნა, იყო შეფერხება, რაც გამოწვეული გახლდათ ეკონომიკის გაჯანსაღების პროცესით. ამჟამად გვაქვს ეკონომიკური ზრდა და მიმდინარე წელს ველოდებით ეკონომიკის 5 %-იან ზრდას, მსოფლიო ბანკის პროგნოზით კი მოსალოდნელია 6,3%-იანი ზრდა"-აღნიშნა პრემიერმა.