საქართველოს პრემიერ-მინისტრ ეუთოს გენერალურ მდივან შეხვდა. ირაკლი ღარიბაშვილის შეხვედრა ლამბერტო ზანიესთან მიუნხენში, უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში გაიმართა. საუბარი შეეხო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების კუთხით არსებულ მძიმე ვითარებაზე. ასევე საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მავთულხლართებისა და ხელოვნური ბარიერების გავლების ფაქტებზე.
მხარეებმა ასევე ისაუბრეს ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში ნდობის აღდგენის კუთხით საქართველოს სამთავრობო სტრატეგიის თაობაზე და ამ მიმართულებით ერთობრივი პროექტების განხორციელების შესაძლებლობებზე.
შეხვედრაზე განიხილეს საქართველოში ეუთო-ს ყოვლისმომცველი საველე მისიის აღდგენის საკითხი. საუბარი შეეხო საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარების საკითხსა და ამ მიმართულებით საქარველოს ხელისუფლების მიერ გადადგმულ ნაბიჯებს.
ქართულმა მხარემ ეუთო-ს გენერალურ მდივანს მადლობა გადაუხადა 27 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებზე სადამკვირვებლო მისიის მოვლინების გამო
მასალის გამოყენების პირობები