საქართველოს პრემიერ-მინისტრი სლოვენიის პრემიერ-მინისტრ ალენკა ბრატუსეკს შეხვდა. შეხვედრაზე ხაზი გაესვა სლოვენიასა და საქართველოს შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობებს და ორი ქვეყნის თანამშრომლობას ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატში. აქვე აღინიშნა, რომ სლოვენია მხარს უჭერს საქართველოს ევრო-ატლანტიკურ ინტეგრაციის პროცესს. მხარეებმა განიხილეს ასოცირების შეთანხმების ხელმოწერის საკითხები და მასთან დაკავშირებელი პროცესები.
შეხვედრაზე ასევე ხაზი გაესვა ქვეყნებს შორის სხვადასხვა სფეროში, განსაკუთრებით კი ეკონომიკური მიმართულებით თანამშრომლობის კიდევ უფრო განვითარების აუცილებლობას.
ირაკლი ღარიბაშვილმა და ალენკა ბრატუსეკსმა ისაუბრეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე და საქართველო-რუსეთის ურთიერთობთან დაკავშირებულ საკითხებზე. სლოვენიის მრიდან კიდევ ერთხელ დადასტურდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი მხარდაჭერა.
მასალის გამოყენების პირობები