თბილისის მერის მოვალეობის შემსრულებელი სევდია უგრეხელიძე თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის ირაკლი შიხიაშვილს განცხადებას პასუხობს და მის მოწოდებას დედაქალაქის მთავრობის გადადგომის შესახებ უკანონოს უწოდებს. როგორც საკითხის კომენტირებისას უგრეხელიძემ მერიაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა მიუხედავად იმისა, რომ შიხიაშვილის მოთხოვნა უკანონოა მერია მზადაა ბიუჯეტის დამტკიცების შემდეგ ეს მოთხოვნა დააკმაყოფილოს მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ თავად შიხიაშვილი და კომისიის ის თავმჯდომარეები რომლებიც ,,ნაციონალური მოძრაობის" წარდგინებით საკრებულოში მოხვდნენ და შემდგომ ქართულ ოცნებაში გადაბარგდნენ გადადგებიან.
,, საკრებულოს თავმჯდომარის ირაკლი შიხიაშვილის განცხადებასთან დაკავშირებით, თითქოს კომპრომის სახით შემოგვთავაზა თბილისის საქალაქო სამსახურების უფროსების, გამგებლებისა თუ მერის მოადგილეების გადადგომა გვინდა განვაცხადოთ შემდეგი: პირველ რიგში, ირაკლი შიხიაშვილს გვინდა შევახსენოთ, რომ მის მიერ დასახელებული მთვრობის წევრები ჩვეულებრივი საჯარო მოხელეები არიან, რომლებიც ,,საჯარო სამსახურის შესახებ" კანონის შესაბამისად არიან დანიშნული, მათ შორის კონკურსის წესით და ხაზი გვინდა გავუსვათ რომ აღნიშნული შეთავაზება აბსოლუტურად შეუსაბამოა მოქმედ კანონმდებლობასთან და მეტიც სისხლის სამართლის კოდექსით პირის იძულება დაწეროს განცხადება საკუთარი ინიციატივით სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე დანაშაულს წარმოადგენს. თუმცა მიუხედავად ამისა, თუ აღიშნული შეთავაზება მხოლოდ დროის გაყვანასა და მოტყუებას არ ემსახურება და მათი მხრიდანაც არის მზაობა რეალურად ხელი შეუწყონ არსებული ეჭვების გაფანტვას მინდა განვაცხადოთ, რომ ბიუჯეტის დამტკიცების შემდეგ მზად ვართ შევასრულოთ იარკლი შიხიაშვილის ეს ახირებაც და დასახელები თანამდებობის პირები მზადყოფნას გამოთქვამენ გადადგნენ თანამდებობებიდან მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ თანამდებობებიდან გადადგება თავად ირაკლი შიხიაშვილი და კომისიის ის თავმჯდომარეები რომლებიც ,,ნაციონალური მოძრაობის" წარდგინებით საკრებულოში მოხვდნენ და შემდგომ ქართულ ოცნებაში გადაბარგდნენ, მიიღეს ინდულგეციები და წყალობები", _განაცახდა სევდია უგრეხელიძემ.