თავდაცვის მინისტრის ირაკლი ალასანიას განცხადებით მთავრობის ინიციატივის საფუძველზე რომლის თანახმად, სამინისტროებისთვის ავტომობილების შეძენა განსხვავებული მოდელის საფუძველზე მოხდება ბიუჯეტს დიდ ფულს დაუზოგავს.
,,ეს ინიციატივა ძალიან დიდი ფულს დაუზოგავს ბიუჯეტს, რაც მთავარია ეს იქნება ის მოდელი, სისტემა რომელიც დამკვიდრდება. რაც შეეხება შეირაღებულ ძალებს, ბუნებრივია, სპეციფიკა არსებობს და სამხედრო შეიარაღებულ ძალების სპეციფიკა აბსოლუტურად განსხვავებულია და განსხვავებული მიდგომა იქნება", _განაცხადა ალასანიამ.
მისივე განმარტებით, წინა ხელისუფლება საკმაოდ დიდი ფუფუნების მოყვარული იყო.
,,წინა მთვრობა ძალიან დიდი ფუფუნების მოყვარული იყო და მე მგონი, ეს ყველამ ვიცით და განსაკუთრებით ეს თავდაცვის სამინისტროს ტრანსპორტზე იყო ასახული, რაც უკვე შეიცვალა. ჩვენ ჩავანაცვლეთ ნაწილი მსუბუქი მანქანების და თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო ნაწილი ამ მანქანებით სარგებლობს, მაგრამ ნაწილი ჯერ კიდევ გასხვისების სტადიაში", _განაცხადა ალასანიამ.