დეპუტატებმა ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის" პროექტი მეორე მოსმენით დაამტკიცეს. პარლამენტის წევრებმა თვითმმართველობის კოდექსის პროექტი მეორე მოსმენით, 84-ხმით 14-ის წინააღმდეგ მიიღეს.
ამავე დროს, დეპუტატებმა ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი მეორე მოსმენით იმ მუხლის გარეშე დაამტკიცეს, რომელიც მუნიციპალიტეტის საჯარო მოსამსახურეთა საშტატო რაოდენობის განსაზღვრის დროებით წესს ეხება.