,,ნაციონალური მოძრაობა" პარტიის შიგნით არსებული დაპირისპირების შესახებ გავრცელებულ ინფომაციას უარყოფს და განცხადებას ავრცელებს, რომელსაც ,,ჯი-იჩ-ენი" უცვლელად გთავაზობთ" ,,ბოლო დღეებში პრესითა და სოციალური ქსელების მეშვეობით ვრცელდება 20 იანვრის გაზეთ „კვირის ქრონიკაში" გამოქვეყნებული სტატია „საბედისწერო დაპირისპირება და საქმის გარჩევა ნაცმოძრაობაში", რომელიც თავიდან ბოლომდე გამოგონილია და სიცრუეს წარმოადგენს. ეს სიცრუე ემსახურება მხოლოდ ერთ მიზანს, საზოგადოებაში გამოიწვიოს აგრესია, შეულახოს რეპუტაცია მთავარ ოპოზიციურ პარტიას და ამ „სცენარში" ჩამოთვლილ პოლიტიკურ ფიგურებს. სამწუხაროდ, „კვირის ქრონიკაში" გამოქვეყნებული სტატია ზოგიერთმა მედია საშუალებამ და ხელისუფლებისმხარდამჭერმა ბლოგერებმა აქტიურად გაავრცელეს სოციალურ ქსელებში.
,,ნაციონალური მოძრაობა" მიიჩნევს, რომ გამოქვეყნებული სტატია შესაძლოა ხელისუფლების მიერ დაგეგმილი პიარ-კამპანიის ნაწილი იყოს.
,,ნაციონალური მოძრაობა" გმობს ოპონენტების მიმართ მსგავი ფორმებით ბრძოლას.მოვუწოდებთ მედიის იმ წარმომადგენლებს, რომლებიც ამ პროცესში იღებენ მონაწილეობას, დაიცვანჟურნალისტური სტანდარტებისა და ეთიკის თუნდაც მინიმალური ნორმები", _ნათქვამია პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.