უკრაინის ოპოზიციის ლიდერები იანუკოვიჩთან შესახვედრად პრეზიდენტის ადმინისტრაციაში წავიდნენ.
ვიტალი კლიჩკოს, ოლეგ ტიაგნიბოკისა და არსენიი იაცენიუკის იანუკოვიჩთან შეხვედრაზე წასვლის შესახებ ინფორმაცია პარტია „უდარის" პრესსამსახური ავრცელებს.
გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ შეხვედრა გაცილებით ადრე უნდა გამართულიყო, თუმცა ხელისუფლების მხრიდან მოლაპარაკებების დაწყების დრო დღეს რამდენჯერმე შეიცვალა.
შეგახსენებთ, რომ მოლაპარაკებების დასრულებამდე აქციის მონაწილეებსა და ძალოვნებს შორის ზავია გამოცხადებული.
მასალის გამოყენების პირობები