დღეს ახალი არასამთავრობო ორგანიზაცია „მოქალაქე" დაფუძნდა, რომელსაც საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი უხელმძღვანელებს.
არასამთავრობო ორგანიზაციის მიზანი ქვეყანაში სამოქალაქო საზოგადოების განმტკიცებაა.
ორგანიზაციის ხედვისა და მიზნების შესახებ მისი დამფუძნებელი დაწვრილებით 28 იანვარს ქართული და საერთაშორისო მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრისას ისაუბრებს.