ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებით, პრემიერ-მინისტრობის პერიოდში მიღებული უკლებლივ ყველა საჩუქარი სახელმწიფოს გადაეცა. საჩუქრები ინახება სახელმწიფო კანცელარიაში და ისინი ახლო მომავალში სპეციალურ სტენდებზე განთავსდება. საჩუქრების ნუსხა საკმაოდ მოცულობითია.
პრემიერ-მინისტრობის პერიოდში ბიძინა ივანიშვილს არ გამოუყენებია თანამდებობრივი სარგო. მისი ხელფასი ქველმოქმედების მიზნით გადაირიცხა სხვადასხვა ფონდებში: "მზრუნველი მშობლები ინვალიდი ბავშვებისათვის", "ბერი ადრიას სახ. ფონდი" (ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვების პალეატიური მკურნალობა), "დემოგრაფიული აღორძინების ფონდი" (მრავალშვილიანი ოჯახების დახმარება), "დიმიტრი ცინცაძის სახ. ფონდი" (ლეიკემიით დაავადებულთა მკურნალობა).
პრემიერობის პერიოდში ბიძინა ივანიშვილი თავად ფარავდა ყველა ხარჯს, რომელიც დაკავშირებული იყო მის სამსახურეობრივ საქმიანობასთან, მათ შორის, თავად აფინანსებდა განხორციელებული ვიზიტების დროს თვითმფრინავით მომსახურების ხარჯს.
ბიძინა ივანიშვილის მიერ პრემიერ-მინისტრის სახელზე მიღებული საჩუქრების სახელმწიფოსთვის გადაცემის ინიციატივას, ირაკლი ღარიბაშვილი ტრადიციად დაამკვიდრებს.
მასალის გამოყენების პირობები