საპარლამენტო უმრავლეობის ლიდერი, "PABSEC"-ის ვიცე-პრეზიდენტი დავით საგანელიძე ხმელთაშუა ზღვის საპარლამენტო ასამბლეის ("PAM"-ის) რიგით მე-8 პლენარულ სესიაზე ორგანიზაციის წევრი-ქვეყნების წინაშე მოხსენებით წარსდგა.
გამოსვლისას, დავით საგანელიძემ ხაზი გაუსვა საერთაშორისო, რეგიონალურ და სუბრეგიონალურ ორგანიზაციებს შორის ურთიერთობების გაღრმავების მნიშვნელობას, გამოცდილების გაცვლის, საეთაშორისო რესურსების უფრო ეფექტურად გამოყენებისა და თანამშრომლობის ახალი განზომილებების ჩამოყალიბებისთვის.
მან ასევე აღმიშნა, რომ "PABSEC"-ი და "PAM"-ი თავისი წევრი-ქვეყნებიდან გამომდინარე იზიარებს ანალოგიურ პრობლემებსა და გეოპოლიტიკურ რეალობებს და უცილებელია ძალისხმევის გაერთიანება რეგიონში აყვავებული და უსაფრთხო მომავალის აშენებისთვის.სიტყვის დასასრულს დავით საგანელიძემ PABSEC-სა და ხმელთაშუა ზღვის საპარლამენტო ასამბლეის საპარლამენტაშორისო თანამშრომლობის განმტკიცებისთვის "PAM"-ის გენერალურ მდივანს სერჯიო პიაცის მედალი გადასცა.
შეგახსენებთ, რომ დავით საგანელიძე პლენარულ სესიას „შავი ზღვის ქვეყნების ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის" ვიცე-პრეზიდენტის რანგში ესწრება.ვიზიტის ფარგლებში საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი საფრანგეთის ნაციონალური ასამბლეის თავმჯდომარეს კლაუდ ბარტოლენეს და სენათის თავმჯდომარეს ჟან-პიერ ბელს შეხვდა. შეხვედრისას პარლამენტარებმა საქართველოსა და საფრანგეთს შორის სამომავლო ურთიერთობები განიხილეს.ხმელთაშუა ზღვის საპალამენტო ასამბლეის მე-8 პლენარული სესია საფანგეთის ქ. მარსელში მიმდინარეობს , მასში 26 წევრი-ქვეყნის საპარლამენტო დელეგაცია და 20-მდე საერთაშორისო ორგანიზაცია მონაწილეობას ღებულობს. ხვალ ქ. მარსელში "PAM"-ის გენერალური ასამბლეის ოფიციალური დახურვის ცერემონია გაიმართება.