სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი უკრაინაში მიმდინარე პროცესებს ეხმიანება. როგორც ნანუაშვილი აცხადებს ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტები ყოველდღიურად მატულობს.
ნანუაშვილის განმარტებით, აუცილებელია უკრაინაში პროცესები სამშვიდობო ფორმატით უნდა გაგრძელდეს.
,,უკრაინაში მდგომარეობა ნამდვილად რთული და მძიმეა. რა თქმა უნდა, ყოველგვარი ძალადობა უნდა დაიგმოს და სამშვიდობო ფორმატით უნდა გაგრძელდეს პროცესები. უფლებები რომელიც გარანტირებულია, როგორც უკრაინის კანონმდებლობით, ასევე საერთაშორისო ნორმებით მაქსიმალურად დაცული იყოს. სამწუხაროდ, უკრაინაში ძალადობის ესკალაცია ხდება, რაც დაუშვებელია. ადამიანის უფლებების დარღვევის მასშტაბები ყოველდღიურად იზრდება", _განაცხადა ნანუაშვილმა.