ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა ნილს მუჟნიეკსმა სახალხო დამცველის რეგიონულ წარმომადგენლებთან მარნეულსა და ახალქალაქში შეხვედრები გამართა. საუბარი შეეხო რეგიონებში არსებულ პრობლემებს.
სახალხო დამცველის წარმომადგენლებმა ევროპის საბჭოს კომისარს მიაწოდეს ინფორმაცია უმცირესობათა უფლებების კუთხით არსებულ ვითარებაზე და იმ ტენდენციებზე, რომელიც ბოლო თვეების განმავლობაში არსებობს.
შეხვედრაზე ასევე განიხილეს სამომავლო თანამშრომლობის საკითხები.