სამხრეთ კავკასიის საკითხებში ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენლმა ფილიპ ლეფორმა ოსური მედიით გავრცელებულ ინფორმაციაზე განმარტება გააკეთა. როგორც ლეფორმა კახეთში პატრიარქთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობა და სუვერენიტეტს.
,, როგორც იცით, ევროკავშირის პოლიტიკა ემყარება საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ ფარგლებში. ჩვენ ასევე ჩართული ვართ მედიაციის პროცესში, რომელიც ეფუძნება მიუკერძოებლობის პრინციპს და კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ყურადღება გავამახვილოთ ჰუმანიტარულ ნორმებზე. ჩვენ ვცდილობთ პროცესი წინ წავწიოთ, მაგრამ აზრთა სხვადასხვაობა დიდია, განსაკუთრებით სტატუსზე და მოკლე ვადაში ეს ვერ მოგვარდება. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ უიმედო მდგომარეობაა, პირიქით მჯერა, რომ მოთმინებით, კომპრომისზე წასვლითა და შერიგებით კონფლიქტის მოგვარების გზა გამოინახება", _განაცხადა ლეფორმა.
ლეფორის განმარტებით, მას ოსური მედიისთვის ინტერვიუ არ მიუცია.
,,მე ნამდვილად ვიყავი ორი დღის წინ ცხინვალში, ასევე გუშინ ვიყავი ერევანში. კიდევ ერთხელ მე არ მიმიცია რაიმე ინტერვიუ ცხინვალში და პოლიტიკურ შეხვედრებზე კომენტარის გაკეთებისას სრული თავისუფლება არ მაქვს, მაგრამ ის განცხადება, რომელიც თქვენ მოიყვანეთ, ჩემი პოზიცია არ არის", _განაცახდა ლეფორმა.
სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა რეალობაა, რომლის შეცვლა შეუძლებელია", _ეს განცხადება ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებათა ერთ ერთმა თანათავმჯდომარემ ფილიპ ლეფორმა (ევროკავშირი) ცხინვალში ყოფნისას, ოს სეპარატისტთა ლიდერთან ლეონიდ თიბილოვთან შეხვედრაზე გააკეთა. აღნიშნულ ინფორმაცია ოსურმა მედიამ გაავრცელა.