მაიდანზე ამჟამად 30 ათასი ადამიანია შეკრებილი. უკრაინული მედიის ინფორმაციით, ევროპის მოედნის მხრიდან კიდევ 5 ათასი ადამიანი დგას. მაიდანის სცენიდან საყოველთაო მობილიზაცია უკვე გამოცხადდა. „ყველა უკრაინელი მაიდანზე!", „რევოლუცია!" _ ასეთია მოწოდება მაიდანის სცენიდან.
სახალხო დეპუტატები ბარიკადებთან დადიან და სიტუაციას აკონტროლებენ.
ამავე დროს გრუშევსკის ქუჩაზე ჯავშანტექნიკა გამოჩნდა. „ბერკუტი" გამწკრივებულია და იერიშისათვის მზადყოფნას გამოხატავს.