„უკრაინამ ზღვარს გადააბიჯა ყური უგდო რა რჩევებს, რომლებიც ევროკავშირიდან არ მოდიოდა", _ განცხადება ამის შესახებ პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა რადოსლავ სიკორსკიმ გააკეთა.
მან ასევე ორივე მხარეს თვაშეკავებისკენ მოუწოდა.
„თქვენ გადააბიჯეთ ზღვარს. ადამიანები მოკვდდნენ, სისხლი დაიღვარა. კურსი ევროპისკენ, რეფორმები არის გზა აყვავებისა და დამოუკიდებლობის გამყარებისკენ. კლეპტოკრატიამ და რეპრესიებმა კი შესაძლოა ლიდერები იმ რეგიონებში შეიყვანონ სადაც მათ მოხვედრა არ სურთ.
ჩვენ ვაძლევდით რჩევებს ხელისუფლებას, მაგრამ ახლა ისინი უსმენენ იმ რჩევებს, რომლებიც ევროკავშირიდან არ მომდინარეობს", _ განაცხადა სიკორსკიმ და უკრაინაში მდგომარეობის კიდევ უფრო დაძაბვა არ გამორიცხა.