საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი შეშფოთებას გამოთქვამს რუსეთის მიერ გაგრისკენ 11 კილომეტრით საზღვრის შემოწევასთან დაკავშირებით. როგორც პრეზიდენტმა საკითხის კომენტირებისას განაცხადა აღნიშნული ფაქტი საერთაშორისო თანამეგობრობის ყურადღების გარეშე არ უნდა დარჩეს.
,, ჩვენ გვინდა შეშფოთება გამოვთქვათ რუსეთის მიერ საქართველოსთან შეთანხმების გარეშე ჩვენი ტერიტორიის სიღრმეში 11 კილომეტრიანი სასაზღვრო ზოლის გაფართოვებას დაკავშირებით. ცალსახაა, რომ მაშინ როდესაც რუსეთი, ფაქტობრივად სამხედრო და უსაფრთხოების სრულ კონტროლს ფლობს ამ ტერიტორიაზე, ეს არის უბრალო ტექნიკური ნაბიჯი, არამედ მას გარკვეული პოლიტიკური დატვირთვაც გააჩნია. მიგვაჩნია, რომს საერთაშორისო თანამეგობრობის ყურადღების გარეშე არ უნდა დარჩეს ეს ფაქტი. აქვე გვინდა ხაზი გავუსვათ და აღნიშნოთ, რომ ქართულმა მხარემ გამოთქვა სრული მზადყოფნა რომ აქტიურად ჩართულიყო სოჭის ოლიმპიადის უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხებში, შესაბამისად ჩვენ ვაფიქსირებთ პოზიციას ამასთან დაკავშირებით", _განაცხადა მარგველაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ რუსეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, რუსეთსა და აფხაზეთს შორის მდებარენ ე.წ. სახელმწიფო საზღვარი და სასაზღვრო ზონა 20 იანვრიდან 21 მარტამდე აფხაზეთის ტერიტორიის შიგნით, გაგრისკენ, 11 კილომეტრით გადმოიწევს. ინფორმაციას ამის შესახებ აფხაზური მედია არცელებს და იუწყება, რომ ეს დადგენილება აფხაზეთის ე.წ. მინისტრთა კაბინეტმა სოჭის ოლიმიადასთან დაკავშირებით მიიღო.
„აფხაზეთის მინისტრთა კაბინეტის დადგენილებით, მიმდინრე წლის 20 იანვრიდან 21 მარტამდე პერიოდში გაგრის რაიონში არსებული სასაზღვრო ზონის ფარგლები იცვლება.
სასაზღვრო ზონა გაგრის რაიონში დადგენილია აფხაზეთის ტერიტორიის შიგნით აფხაზეთ-რუსეთის სახელმწიფო საზღვრიდან ფართით 11 კმ, რომელშიც რამდენიმე დასახლებული პუნქტი შედის.
დროის მოცემულ ვადაში სასაზღვრო ზონაში შემსვლელი ადამიანები ვალდებულნი არიან თან იქონიონ პირადობის დამადასტურებელი მოწმობა - პასპორტი", _ იუწყება აფხაზური მხარე და აღნიშნავს, რომ აფხაზეთის ე.წ. სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლები „სასაზღვრო ზონაში მოქცეული სადახლებული პუნქტების ოცდაოთხსაათიან პატრულირებას განახორციელებენ".
მათოვე ინფორმაციით, აღნიშნული ღონისძიებებო 2014 წლის 21 მარტამდე გაგრძელდება.