უკრაინის ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი, პარტია „უდარის" ხელმძღვანელი ვიტალი კლიჩკო პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩს ვერ შეხვდა. პარტია „უდარის"პრესსამსახურის ინფორმაციით, კლიჩკომ პრეზიდენტის ადმინისტრაცია დატოვა.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად კლიჩკო თავდაცვისა და ნაციონალური უსაფრთხოების მდივანს ანდრეი კლიუევს, პრეზიდენტის მრჩეველს ანდრეი პორტნოის და იუსტიციის მინისტრს ელენა ლუკაშს შეხვდა.
„მათ მითხრეს, რომ პრეზიდენტი დამირეკავს როდესაც განთავისუფლდება. მე გრუშევსკის ქუჩაზე წავედი, სადაც სასულიერო პორები წინააღმდეგობის გაჩაღებას აკავებენ",_ განაცხადა კლიჩკომ.
მან აღნიშნბა, რომ პრეზიდენტთან იმის მოსათხოვნად მივიდა, რომ შეწყდეს ძალადობის ესკალაცია და გადაიდგას ნაბიჯები მწვავე პოლიტიკური კრიზისის დასარეგულირებლად. „მას კი თათბირი აქვს. ორი დღეღამეა კიევის ცენტრი იწვის, პრეზიენტი კი რამდენიმე კვარტალში ზის და ამას ვერ ამჩნევს", _ აცხადებს კლიჩკო.
მასალის გამოყენების პირობები