მაიდანის კომენდანტებმა მაქსიმალური მობილიზაცია გამოაცხადეს. თავდაცვის ხელმძღვანელმა, დეპუტატმა ანდრეი პარუბიიმ ნაციონალური წინააღმდეგობის შტაბში საგანგებო განცხადება გააკეთა.
„ვაცხადებ მასიმალურ მობილიზაციას ჩვენი მოხალისეებისა, ყველას მათ მობილიზაციას ვინ აქ იყო და ვინც ახლა დისლოკაციის ადგილებში, რაიონებში იმყოფება", _ განაცხადა პარუბიიმ და ყველა კიევში რაც შეიძლება სწყაფად გამომგზავრებისკენ მოუწოდა.
„ეს საჭიროა რათა იმ ადამიანების რაოდენობა გაიზარდოს რომლებიც ახლა მაიდანის თავდაცვაში იმყოფება და იმისათვის რათა აქციის მონაწილეები დავიცვათ", _ განაცხადა დეპუტატმა.
„ეს დაკავშირებული იმასთან, რომ გიშინდელმა მოვლენებმა ცხადჰყო, რომ ხელისუფლება ნებისმიერ ზომაზეა წამსვლელი. ისინი ესვრიან ხალხს ქუჩებში და მინუს 10 გრადუსიან ტემპერატურაში წყალს ასხამენ. ხელისუფლება არაფრს წინაშე არ გაჩერდება", _ აცხადებს დეპუტატი.