კიევში გრუშევსკის ქუჩაზე მილიციამ მოქმედებები გაააქტიურა. ის აქციის მონაწილეებს ქვებსა და ე.წ. მოლოტოვის კოქტეილებს ესვრის. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, სპეცდანიშნულების რაზმის რამდენიმე ათეული წარმომადგენელი მომიტინგეებს ქვებსა და ე.წ. მოლოტოვის კოქტეილებს აქტიურად ესვრის.
სპეცდანიშნულების რაზმის წარმომადგენლები, მომიტინგეების მიერ გაკეთებულ ბარიკადებს მიუახლოვდდნენ და ასევე აგრძელებენ მომიტინგეთა იერიშს ცრემლსადენი ყუმბარებით.
სპეცდანიშნბულების რაზმის წარმომადგენელთა რაოდენობა გაზრდილია.