საქართველოს პრეზიდენტი თურქეთის რესპუბლიკაში სახელმწიფო ვიზიტის ფარგლებში თურქეთის პრემიერ-მინისტრს რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდა.
მხარეებმა საქართველო-თურქეთის, როგორც საიმედო და სტრატეგიული პარტნიორების ურთიერთობა და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს. საუბრისას აღინიშნა, რომ თურქეთი საქართველოს ნომერი პირველი სავაჭრო პარტნიორია და ქართული მხარისთვის პრიორიტეტული და მნიშვნელოვანია როგორც მეტი ხელმისაწვდომობა თურქულ ბაზარზე, ისე ტექნიკური ბარიერების აღმოფხვრა ქართული პროდუქციის ექსპორტისათვის.
ამას გარდა, საუბარი შეეხო იმ მნიშვნელოვან პროექტებს, რომლებსაც ორი ქვეყანა ერთობლივად ახორციელებს, მათ შორის ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალის მშენებლობისა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის მიმართულებით.
შეხვედრა გაფართოებული შემადგენლობით სამუშაო სადილის ფორმატით თურქეთის პრემიერის რეზიდენციაში გაიმართა, რომლის დასრულების შემდეგ საქართველოს პრეზიდენტი თურქეთის დიდ ეროვნულ მეჯლისში გაემართა, სადაც ეროვნული მეჯლისის თავმჯდომარეს ჯემილ ჩიჩეკს შეხვდება.
მასალის გამოყენების პირობები