შსს-ის მომსახურების სააგენტოს ყოფილი უფროსი ნინო კობახიძე საქართველოს მთავრობის კანცელარიის უფროსის მოადგილედ დაინიშნა. ნინო კობახიძე უხელმძღვანელებს სახელმწიფო კანცელარიის მთავრობის ადმინისტრაციად გარდაქმნისა და რესტრუქტურიზაციის პროცესს, რომელიც მართვის ევროპულ მოდელზე გადასვლას ისახავს მიზნად. კანცელარიის რეორგანიზაცია დაეფუძნება ღია და საჯარო მმართველობის ევროპულ მოდელს. გატარდება მნიშვნელოვანი სტრუქტურულ-ფუნქციურ ცვლილებები, რომელიც სამთავრობო სტრუქტურებს შორის მეტ კოორდინაციასა და ეფექტურ მონიტორინგზე იქნება ორიენტირებული და მმართველობის თანამედროვე, ევროპული სტანდარტების დამკვიდრებას შეუწყობს ხელს. ახალი სტრუქტურის პრეზენტაციას გაიმართება უახლოეს მომავალში.
მასალის გამოყენების პირობები