თავდაცვის მინისტრის ირაკლი ალასანიას განცხადებით, თავდაცავის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილი საქართველოში უნდა დაბრუნდეს. როგორც საკითხის კომენტირებისას ალასანიამ განმარტა "ნაციონალური მოძრაობისა" და ყოფილი პრეზიდენტის საფრანგეთის ხელისუფლებისადმი გაგზავნილი წერილი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ კეზერაშვილი "ნაციონალების" მთავარი დამფინანსებელი იყო.
,, ის, რა თქმა უნდა, უნდა დაბრუნდეს საქართველოში, მისი ექსტრადაცია უნდა მოხდეს. უბრალოდ, "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლების და ყოფილი პრეზიდენტის მხრიდან გაგზავნილი წერილი კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ კავშირს, რომ კეზერაშვილი "ნაციონალური მოძრაობის" მთავარი დამფინანსებელი იყო. ასევე, კითხვებია გაჩენილი, თუ როგორ შექმნა ეს ფინანსური რესურსები ბატონმა კეზერაშვილმა, ამასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყება და დარწმუნებული ვარ, ობიექტური ჭეშმარიტება იქნება დადგენილი", - განაცხადა ალასანიამ.