იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ყოფილი პატიმრის ჯოლოხავას ბოლო პერიოდში გავრცელებულ განცხადებას ეხმიანება. როგორც წულუკიანმა განაცხადა, ეს ადამიანი თავის დროზე სათანადოდ დაცული არ იქნა.
იუსტიციის მინისტრის განმარტებით, ჯოლოხავას იგი პირველად 2013 წლის თებერვალში შეხვდა.
„მე შემიძლია ვთქვა ,მხოლოდ ერთი რამ: ძალიან თანავუგრძნობ მოქალაქე ჯოლოხავას, რომელსაც 2013 წლის თებერვალში შევხვდი, როგორც ეს აჩვენა ჩემს მიერ გუშინწინ ამოღებულმა საშვთა ბიუროს მონაცემებმა ჩვენი სამინისტროდან.
მე მას შევხვდი ოფიციალურად. მასზე იქნა დაშვებული საშვი, როგორც ნებისმიერ სხვა მოქალაქეზე რომელსაც ვხვდები ხოლმე.
ჯოლოხავას როდესაც შევხვდი და ვუსმენდი პირდაპირ ვიტყვი, რომ შემეცოდა. იგი მიყვებოდა ზალიან დეტალურად თუ როგორ აწამებდდნენ ციხეში და როგორ აიძულებდდნენ ციხეში აგენტი გამხდარიყო. მან ისაუბრა ისეთ ბევრ ინფორმაციაზე, რომლის გამჟღავნება ჩემი მხრიდან ღიდ უპრიანი არ იქნება",_ განაცხადა თეა წულუკიანმა.
მისივე განმარტებით, ჯოლოხავამ მას სთხოვა, რომ იგი მოწმის დაცვის პროგრამაში ჩაერთო.
როგორც წულუკიანმა ჟურნალისტებთან განმარტა, ამის შემდეგ იგი დაუკავშირდა მთავარ პროკურორს არჩიულ კბილაშვილს, რომელსაც უნდა უზრუნველეყო ჯოლოხავას მოწმეთა დაცვის პროგრამაში ჩართვა. როგორც წულუკიანმა განმარტა, ამის შემდეგ უკვე მისთვის უცნობია შედგა თუ არა არჩილ კბილაშვილსა და ჯოლოხავას შორის საუბარი ან როგორ განვითარდა პროცესები.
იუსტიციის მინისტრმა თავს მხრივ წუხილი გამოთქვა, რომ ჯოლოხავა თავის დროზე სათანადოდ დაცული ვერ იქნა.
„ძალიან ვწუხვარ, რომ ეს ადამიანი მაშინ სათანადოდ დაცული ვერ იქნა რასაც იმედი მაქვს ახლა მთავარი პროკურატურა გამოასწორებს", _ განაცხადა მინისტრმა.