სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი ვენეციის კომისიის წარმომადგენლებს ჯანი ბუკიკიოსა და ტომას მარკერტს შეხვდა და ძალაში შესული განაჩენების გადახედვის აუცილებლობაზე ისაუბრა.
„ნაცვლად იმისა, რომ შეიქმნას მართლმსაჯულების ხარვეზების დამდგენი კომისია, დღესვე უნდა დაიწყოს მუშაობა, რომ ამ მიმართულებით საკონსტიტუციო და უზენაესი სასამართლოების გამოყენება უფრო ეფექტურად მოხდეს. ეს საკითხი კონსტიტუციურ პროექტშიც უნდა იყოს ასახული. აღნიშნულთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის წარმომადგენლებისგან დადებითი პოზიცია და მხარდაჭერა მოვისმინე", - განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ უჩა ნანუაშვილმა.
სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციით, უჩა ნანუაშვილი შეხვედრას სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის წევრის რანგში ეწრებოდა.