ახალი მთავრობის მიერ ძვირადღირებული ავტომობილების შეძენა, ძველი ხელისუფლების დროს მოქმედი მანკიერი ტრადიცია იყო.
„ეს იყო ის მანკიერი ტრადიცია, რომელიც გრძელდებოდა წლების განმავლობაში. რომელიც დამკვიდრებული იყო წინა ხელისუფლების მიერ. მათ ყველანარი სტანდარტი მოარღვიეს, მოშალეს და ხდებოდა ძვირადღირებული ავტომობილების შეძენა არამხოლოდ მაღალი თანამდებობის პირებისთვის, არამედ ჩვეულებრივი საშუალო და დაბალი რგოლის თანამშრომლებისთვის"- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა ქართული და საერთაშორისო მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრისას.
მისივე განმარტებით, როდესაც ის შს მინისტრად დაინიშნა მან ფინანსთა სამინისტროს გადასცა გასასხვისებლად ძველი ხელისუფლების დროს შეძენილი ძვირადღირებული ავტომობილები.
ღარიბაშვილის განმარტებით, უკვე შედგენილია ის სტანდარტები, თუ რომელი თანამდებობის პირი რა ტიპის ავტომობილით ისარგებლებს და ეს იქნება გაწერილი და ყველა ვალდებული იქნება ის აღასრულოს.
„იქედან გამომდინარე, რომ არ არსებობდა სტანდარტები, ამ ადამიანებმა არ იცოდნენ, როგორი სტანდარტებით უნდა ეხელმძღვანელათ. ბატონ ბიძინა ივანიშვილის დავალებით ეს საკითხი დაამუშავა და მასზე მუშაობდა რამდენიმე თვის განმავლობაში სახელმწიფო კანცელარია. მათ გაიზიარეს საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკა და საბოლოოდ დამუშავებული ვარიანტი საზოგადოებას მალე წარედგინება"- განაცხადა ღარიბაშვილმა.