რამდენიმე დღეში საქართველოს ახალი მთავარი პროკურორი ეყოლება. როგორც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ქართული და საერთაშორისო მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრისას აღნიშნა, ყოფილი მთავარი პროკურორის გადადგომიდან 2 კვირაა გასული, თუმცა აღმასრულებელი ხელისუფლება ახალი მთავარი პროკურორის წარდგენისთვის დროში შეზღუდული არ არის.
„ჩვენ ვფიქრობთ, ჩვენ გვაქვს კონსულტაციები ამასთან დაკავშირებით. 2 კვირა გავიდა მაგრამ ჩვენ კანონის მიხედვით შეზღუდულნი არ ვართ დროში. უახლოეს დღეებში მე დავასახელებ მთავარი პროკურორის კანდიდატურას"- განაცხადა ღარიბაშვილმა