პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ბიზნესმენებს დაჰპირდა რომ მათ საკუთარი საქმიანობის განხორციელებაში მაქსიმალურად დაეხმარება. როგორც ღარიბაშვილმა განმარტა ქვეყნის ეკონომიკური წინსვლა და გაძლიერება ბიზნესის განვითარებასა და წარმატებაზეა დამოკიდებული.
,,ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური წინსვლა და გაძლიერება თითოეული თქვენგანის ბიზნესის განვითარებასა და წარმატებაზეა დამოკიდებული.მე, როგორც მთავრობის მეთაური, გპირდებით, რომ მთავრობა შეგიქმნით ყველა პირობას იმისათვის, რომ რაც შეიძლება ნაკლები დაბრკოლება შეგექმნათ თქვენს საქმიანობაში და გქონდეთ სტიმული ბიზნესის განვითარებისათვის, რაც საბოლოოდ ჩვენი ქვეყნის წინსვლის საწინდარი იქნება", _განაცხადა ღარიბაშვილმა.