დღეს ა/ო ადამიანი, კანონი, თავისუფლებას თავმჯდომარემ, გიორგი ჭულუხაძემ თბილისში მიმდინარე ახალი შუქნიშნების მონტაჟზე ბრიფინგი გამართა.
მისი განმარტებით თბილისში ინტენსიურად დაიწყო შუქნიშნების შეცვლა. 9 იანვარს თბილისის ტრანსპორტის საქალაქო სამსახური ავრცელებს ინფორმაციას, რომ თბილისში ახალი თაობის შუქნიშნები მონტაჟდება, რომელიც ახალი რეჟიმით იმუშავებს. კერძოდ, წითელი შუქნიშნიდან, მწვანეზე გადართვა მოხდება ყვითელის ანთების გარეშე, ხოლო მწვანედან წითელზე, ყვითელის გამოყენებით. ეს ე.წ. „სიახლე" არის სიცრუე, ვინაიდან 2011 წლის აპრილში ბატონი აკაკი ჯოხაძე იგივეს ამბობდა ინტერპრესნიუსთან საუბრისას. ამონარიდი სტატიიდან - აღნიშნული გადაწყვეტილება სატრანსპორტო საშუალებებისთვის მოძრაობის გაუმჯობესების მიზნით მიიღეს. მისივე (ჯოხაძე) თქმით, როცა შუქნიშანზე მწვანე ფერი ანთია, წითელზე ის ისევ ყვითლის გავლით დაბრუნდება. "როგორც წესი, ყვითელი სიგნალის ნათების ხანგრძლივობა 3-4 წამს შეადგენს. წითლის შემდეგ პირდაპირ მწვანე შუქის ანთება, საშუალებას იძლევა, ყვითელი ფერისთვის განკუთვნილი დროის ხანგრძლივობაც მწვანე ფერს მიემატოს და გავლის ხანგრძლივობა გაიზარდოს" (წყარო/Source: http://www.ambebi.ge/sazogadoeba/34570-thbilisis-175-shuqnishani-akhali-rezhimith-mushaobs.html#ixzz2pv9bT0gh).
მეორე, სიცრუე ეხება შუქნიშნების ახალ თაობას. 2011 წლის 16 აგვისტოს ტელევიზიით გვრცელდება სიუჟეტი, სადაც საუბარია ახალი თაობის შუქნიშნის დამონტაჟების შესახებ გმირთა მოედანზე. ეს ის პერიოდია, როცა კოსტავას ქუჩიდან საბურთალოსკენ და ვაგზლის მოედნისკენ დამაკავშირებელი ესტაგადა ჯერ კიდევ აშენებული არაა. სიუჟეტში ბატონი ჯოხაძე სიამაყით საუბრობს, რომ დიოდური შუქნიშნები, რომელიც აქ დამონტაჟდა 3-ჯერ ნაკლებ ელექტრო ენერგიას მოიხმარს და ამავდროულად თავად არეგულირებს ავტომანქანების ნაკადს (http://www.youtube.com/watch?v=ZjIQEY9u0Lg#t=14).
აღნიშნული შუქნიშანის უვარგისობა მალევე თვალსაჩინო გახდა. საცობები მოუგვარებელი დარჩა და 6 თვის შემდეგ, 2012 წლის თებერვალში, აღნიშნული შუქნიშანის დემონტაჟი მოხდა (http://news.ge/ge/news/story/6037-gmirta-moedanze-sensoruli-shuqnishani-agar-dgas).
აქედან გამომდინარე, მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელი ორივე შემთხვევეაში ცრუობს.
1. შუქნიშნები აღნიშნურ რეჟიმზე არა 2014 წლის იანვრიდან, არამედ 2011 წლის მარტიდან ფუნქციონირებს.
2. შუქნიშნები, რომლებიც ახლა მონტაჟდება, არსებობდა 2 წლის წინაც. თუ მან გაამართლა და ამასთანავე 3-ჯერ ნაკლებ ელექტორ ენერგიას მოიხმარდა, რატომ დამონტაჟდა შუქნიშნები ციფრული ტაბლოიდებით.
შესაბამისად, არანაირი სიახლე ამაში არაა. პირიქით, შესაძლებელია ახლო მომავალში თბილისის მერიის დამსახურებით დედაქალაქი საცობების ქალაქად იქცეს.
„2011-12 წლებში 377 899 ლარის შუქნიშანი იქნა ტენდერით შეძელინი, რომლის დემონტაჟიც ახლა ხორციელდება. 2012 წელს 232 339 ლარის შუქნიშნების მონტაჟის და მოვლა-პატრონობისთვის დაიხარჯა. შუქნიშნების მოტაჟისთვის და ექსპლოატაციისთვის, რომელიც დედაქალაქში ამ დროისთვის მიმდინარეობას 495 950 ლარია გამოყოფილი. ამ სამუშაოებს კომპანიები Semex Georgia და ჯ.ა.ფ. ექსპრესი ახორციელებენ. ვფიქრობ აქ საქმე გვაქვს ბიუჯეტის არამიზნობრივ ხარჯვასთან საკუთარი პი არ-ის გასაკეთებლად" - აცხადებს გიორგი ჭულუხაძე.