2014 წელს, მთელი მსოფლიოს ასტრონომები მთვარის და მზის ორ-ორჯერ დაბნელებას ელოდებიან. მათზე დაკვირვება შესაძლებელი გახდება ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკაში, ნაწილობრივ ასევე ანტაქტიდაში.
29 აპრილს მოხდება მზის რკალისებრი დაბნელება, მისი ნახვის შესაძლებლობა ექნებათ აღმოსავლეთ ციმბირში, ინდონეზიასა და ავსტრალიაში.
8 ოქტომბერს მოხდება მთვარის სრული დაბნელება, ორი კვირის შემდეგ კი მზის ნაწილობრივი დაბნელება.
შეგახსენებთ, რომ გასული წლის 4 ნოემბერს დედამიწის მკვიდრთ საშუალება ჰქონდათ ენახათ 2013 წლის ბოლო მზის დაბნელება. მეცნიერები მას იშვითს ეძახიან- ჰიბრიდულს, რომელიც რვა წელიწადში ერთხელ ხდება. ეს ნიშნავს, რომ მთვარემ თითქოს ორჯერ გადაფარა მზე: თავდაპირველად მზე სრულად გაქრა, შემდეგ გამოჩნდა, მერე კი ისევ გაქრა.