მაცხოვრის შობის დღესასწაულთან დაკავშირებით, ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში საზეიმო ღვთისმსახურება ჩატარდა, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მეუღლესთან ერთად დაესწრო.  ღვთისმსახურებაზე მინისტრთა კაბინეტის წევრებიც იმყოფებოდნენ. 
სადღესასწაულო ღვთისმსახურება სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ, წმინდა სინოდის წევრებთან და მღვდელმსახურებთან ერთად აღავლინა. 
საზეიმო წირვის დაწყებამდე, პატრიარქის საშობაო ეპისტოლე წაიკითხეს.