შესაძლოა, ავსტრალიამ სოჭის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე თავისი სპორტსმენები აღარ გააგზავნოს. მიზეზად ავსტრალიური მხარე უსაფრთხოებას ასახელებს. განცხადება ამის შესახებ ავსტრალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯული ბიშოპმა გააკეთა. „The Australian"-ის ინფორმაციით, საბოლოო გადაწყვეტილება ამასთან დაკავშირებით, რუს ჩინოვნიკებთან კონსულტაციის შემდეგ იქნება მიღებული.
„ჩვენ არ გვსურს ჩვენი სპოტრსმენები ამ ღონისძიებაში მონაწილეობას მოვაკლოთ, რომლისთვისაც ისინი რამდენიმე წლის განმავლობაში ემზადებოდნენ. მაგრამ მათი და მათი ოჯახების უსაფრთხოება ჩვენთვის მაინც უმთავრესია",_ განაცხადა მინისტრმა.
მასალის გამოყენების პირობები