ევროკომისიის პრესსპიკერის, მარკუს ლამერტის განმარტებით, დღეს, ევროკომისიასა და საქართველოს ოფიციალური პირების დელეგაციას შორის შეხვედრა სტანდარტული პროცესის ნაწილი, რომელიც სავიზო რეგულაციით არის გაწერილი.
მისი თქმით, შეხვედრის მიზანია იმ გარემოებების გამოსწორება, რამაც სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტების მფლობელი საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერება გამოიწვია.
"შეხვედრა, რომელიც ევროკომისიისა და საქართველოს დელეგაციის წარმომადგენლებს შორის დღეს გაიმართება, არის სტანდარტული პროცესის ნაწილი, რომელიც სავიზო რეგულაციით არის გაწერილი. ის იმართება, როცა ამოქმედებულია სავიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმი. ეს არის მარტში მიღებული გადაწყვეტილების შედეგი, რომელიც ითვალისწინებს უვიზო მიმოსვლის შეჩერებას საქართველოში დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებისთვის, თავდაპირველად 12 თვის პერიოდის განმავლობაში.
ამ შეხვედრის მიზანია, გამოსწორდეს გარემოებები, რომელმაც სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტების მფლობელი საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერება გამოიწვია. ეს გარემოებები საქართველოს მხრიდან ვალდებულებების დარღვევაა, რომელიც უვიზო რეჟიმის პირობებში ჰქონდა აღებული, დემოკრატიისა და ფუნდამენტური უფლებების საკვანძო სფეროებში", - განაცხადა ევროკომისიის პრესსპიკერმა „ევროსკოპის“ შეკითხვის პასუხად.